პერანგები, ყველგან პერანგები…

არასდოს გქონიათ შეგრძნება, რომ რაღაც, რაც “ამოიჩემეთ”, შემდეგ ყველგან გხვდებათ? თურმე მსგავსი შემთხვევისთვის სახელიც არსებობს და ბაადერ-მეინჰოფის ფენომენი ჰქვია.

საიდან დავიწყე და სად მოვედი, მაგრამ ზუსტად ასეთი შეგრძნება მაქვს პერანგებზე. ყოველთვის მიყვარდა, კლასიკური ფორმის, გახამებული, თეთრი, ხშირად დიდი ზომის პერანგები — ჰოდა ახლა ყველგან ვხედავ, ალბათ თქვენც ხედავთ…ჩვენი თანამემამულე დემნა გვასალიადან დაწყებული, კუნძულელი სტელა მაკარტნით დასრულებული ყველა პერანგებზეა შეყვარებული, თანაც ყურებამდე.

სიმართლე რომ ვთქვათ, პერანგები ყოველთვის იყო აქტუალური, თუმცა ბოლო პერიოდში “ახალი სუნთქვა შთაბერეს”. ჩვენებებზე თუ დახლებზე, ხშირად შეხვდებით კაბა-პერანგებს, უსწორმასწოროდ აჭრილ, არაპროპორციულად შეკერილ პერანგებს.

გადავავლოთ თვალი რამდენიმე დიზაინერის ბოლო  კოლექციას, კაბა-პერანგები ნამდვილად აქტუალურია:

აქტუალური თემაა რუშებიანი პერანგბიც. შეგიძლიათ წარმატებით ამოალაგოთ ბებიების და დიდი ბებიების სკივრები.

არც შავი, ფერადი და უსწორმასწორო პერანგები და  არც უცნაურობები დავივიწყოთ ახლაი კოლექციებიდან.

თუ საინტერესო სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ, შეგიძლიათ პერანგი შეფუთვითვე მიიმაგროთ ტანსაცმელზე. :)))

დაველოდოთ ახალ ფოტოებს RTW კვირეულებიდან და ვნახოთ, ტენდენცია გაგრძელდება თუ არა.

ფოტოები:  vogue.com

 

Of one who is roving about fashion.

Cooking without Limits

Food Photography & Recipes

Sit & Eat

..of a girl from Georgia - not the state, but the country...

FashionRover

Of one who is roving about fashion.

ქამელეონი

გზა ფანტასტიკური სამყაროსკენ...